Skip to main content

seo თუ google adwords?


SEO თუ Adwords?




SEO თუ Google Adwords? – ეს საკითხი, ყველა იმ კომპანიის წინაშე დგას, რომელიც ინტერნეტის მეშვეობით ცდილობს მომხმარებლის მოზიდვას.
SEO და Adwords ორივე საძიებო სისტემაში ციფრული მარკეტინგის კეთების შემადგენელი კომპონენტია. მათ აქვთ მსგავსებაც და განსხვავებაც. ბიზნესის წინაშე მდგარი მიზნებიდან გამომდინარე შესაძლოა გამოყენებულ იქნას ცალ-ცალკე ან ორივე ერთად.

ყოველდღიურად უამრავი ადამიანი ეძებს ინტერნეტში საძიებო სისტემების (googlebingyahoo და yandex) მეშვეობით სხვადასხვა პროდუქტს და მომსახურებას.  მათ შორის ყველაზე პოპულარულია Google-ს საძიებო სისტემა.
ხშირად ჩნდება კითხვა, რა ალგორითმს იყენებს საძიებო სისტემები და რა კრიტერიუმებით არჩევს ვებ.გვერდს წამყვან პოზიციებზე პოზიციონირებისთვის?

(seo)

ზუსტად რა ალგორითმს იყენებენ საძიებო სისტემები უცნობია, თუმცა ალგორითმის ცალკეული ელემენტების გამოცნობა შესაძლებელია. ხდება შესწავლა და გამოყენება.
ამ პროცესს საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია, ანუ (SEO) ეწოდება. SEO მოიცავს ღონისძიებების ერთობლიობას, რომელიც მიმართულია  ვებ. გვერდის საძიებო სისტემაში ადაპტირებისკენ და ოპტიმიზაციისკენ წამყვან პოზიციებზე გაყვანის მიზნით. 
SEO რთული და კომპლექსური ელემენტებისგან შედგება. საჭიროებს მუდმივ განვითარებას და ინფორმაციის ფლობას უახლესი გამოწვევების და ცვლილებების შესახებ. ეფექტის მიღებას სჭირდება დრო, მაგრამ შედეგები მყარია და დიდი ხნის განმავლობაში რჩება.

Google Adwords.

Google მუდმივად ანვითარებს ამ სარეკლამო არხს და იზრდება რეკლამირების შესაძლებლობებიც.
Google-ის საძიებო სისტემაში რეკლამირებისას, თქვენი რეკლამა ჩნდება უპირატესად სხვა ორგანული შედეგების მიმართ. 
Google-ში რეკლამა, იგივე შედეგებს იძლევა, რასაც SEO, თუმცა მისგან განსხვავებით უმოკლეს დროში და ფართო შესაძლებლობების გამოყენების პერსპექტივით. 
ასევე ხდება შესაძლებელი საკვანძო სიტყვების და ფრაზების ფართო სპექტრის გამოყენება და დაკავშირება.
საძიებო სისტემაში რეკლამირების გარდა Google Adwords თქვენ შესაძლებლობას გაძლევთ გაუშვათ საბანერო რეკლამები Google-ს  პარტნიორ პორტალებზე, ბლოგებსა თუ აპლიკაციებზე, რაც თქვენი ბრენდის ცნობადობის გაზრდის და მისი წარმატების უზრუნველყოფის საუკეთესო შესაძლებლობაა. ეს კი პირველ რიგში გაზრდილი გაყიდვებით გამოისახება.
Google-ში ეფექტური სარეკლამო კამპანიების შექმნით შედეგი მომენტალურია.
სარეკლამო ბიუჯეტის განსაზღვრა შესაძლებელია ნებისმიერი მოცულობით და ეფექტური ხარჯვის პირობებში მაქსიმალური შედეგის მიღებით.

SEO თუ Adwords? - უპირატესობები და ნაკლოვანებები:​

SEO-ს უპირატესობები:

მთავარი მიზეზი, რის გამოც SEO-ს ირჩევენ არის ის, რომ მას დროთა განმავლობაში მაღალი ხარისხის ორგანული ტრაფიკის გენერირება შეუძლია.
SEO დასაწყისში იძლევა უმნიშვნელო შედეგებს, მაგრამ მუდმივი ოპტიმიზაციის პირობებში მზარდია და დროთა განმავლობაში სტაბილური შედეგის მომტანი.

SEO-ს ნაკლოვანებები:

საძიებო სისტემები მუდმივად ცვლიან ალგორითმებს და ამ ცვლილების გამო ერთ დღეს შეიძლება დაკარგოთ წამყვანი პოზიციები და გადაინაცვლოთ საძიებო სისტემის სხვა გვერდებზე.
ამიტომ საჭიროა SEO-ზე მუდმივი მუშაობა და ახალი ტენდენციების თანახმად განახლება. 
გასათვალისწინებელია ის რომ, სტატისტიკის მიხედვით საძიებო სისტემებში სხვადასხვა პროდუქტის და მომსახურების მაძიებლების დიდი ნაწილი წამყვან პოზიციებზე განთავსებული რეკლამებით ინტერესდება და უდიდესი ნაწილი არასდროს გადადის საძიებო სისტემის მეორე გვედზე. ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საძიებო სისტემაში თქვენი პოზიციების სტაბილურობას. რაზეც, როგორც ზევით ვახსენეთ მუდმივი ზრუნვა და მუშაობაა საჭირო. ეს კი შესაძლებელია SEO-ს ძლიერი სპეციალისტის დაქირავებით. რაც მცირე თანხასთან არ არის დაკავშირებული. 

Adwords-ის უპირატესობები:

პირველ რიგში ეს არის ტრაფიკის სწრაფი ზრდა. 
შესაძლებელი ხდება საკვანძო სიტყვების და ფრაზების ფართო სპექტრის გამოყენება და დაკავშირება. ეს აადვილებს სამიზნე აუდიტორიის მოძიებას. გამორიცხავთ რეკლამის ჩვენებას არამიზნობრივ აუდიტორიაზე და მარკეტინგული რესურსის არამიზნობრივ ხარჯვას. თქვენს მიერ რეკლამაზე დახარჯული თანხა მაქსიმალურად კონვერტირებადია დასახულ მიზნებში. 
სწრაფად ამაღლებს ბრენდის ცნობადობას, რადგან საძიებო სისტემის TOPპოზიციებზე განთავსებულ რეკლამას იხილავს ბევრი ადამიანი მიუხედავად იმისა ,,დააქლიქებს,, თუ არა. ბრენდის ცნობადობის ზრდაზე მუშაობს საბანერო რეკლამებიც, რომლის გაშვება შეგიძლით Google-ს პარტნიორ პორტალებზე, როგორიცაა: YouTube, ასევე Gmail, ასიათასობით ვებ.გვერდი,  ბლოგი თუ აპლიკაცია და აჩვენოთ თქვენი საბანერო რეკლამა ფართო აუდიტორიას. 
Google Adwords ტრაფიკის შესანარჩუნების საუკეთესო ინსტრუმენტია, სანამ თქვენი ვებ.გვერდი გადის საძიებო სისტემებში ოპტიმიზაციას. 
მართვის სიმარტივე – Adwords-ში შეგიძლიათ მართოთ მარტივად კამპანიები. დღის თქვენთვის სასურველ მონაკვეთში გაუშვათ რეკლამა და არასასურველ დროს გამორთოთ. 

რომელი ავარჩიოთ?

არჩევანის გაკეთებამდე, საჭიროა ჩამოაყალიბოთ თქვენი კომპანიის მოკლე და გრძელვადიანი გეგმები და შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება, თუ რომელი მიმართულება იქნება ეფექტური თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის მოცემულ მომენტში და რომელი მეთოდით მიიღებთ თქვენთვის სასურველ შედეგს. 

Comments

Popular posts from this blog

საიტის დამზადება WORDPRESS-ზე AMP ტექნოლოგიით

  საიტის დამზადება გსურთ?   თუ გსურს კონვერსიული საიტის დამზადება სწორ პლატფორმაზე ხართ. თქვენი საიტი არის თქვენი ბრენდის სახე, მძლავრი სარეკლამო და საინფორმაციო ინსტრუმენტი ვებ სივრცეში. თქვენი პროდუქტის და მომსახურების შეთავაზების საუკეთესო შესაძლებლობა ინტერნეტში.   კარგი საიტის ფლობა წინ გადადგმული ნაბიჯია და მძლავრ უპირატესობას გძენთ კონკურენტებთან მიმართებაში. თქვენ საიტს უნდა გააჩნდეს ისეთი ძლიერი თვისებები, როგორიცაა: ინდივიდუალური დიზაინი თემატური, თანამედროვე და ადვილად აღსაქმელი.  საიტის დამზადება. თავსებადი ყველა მოწყობილებაზე კომპიუტერი, სმარტფონი, პლანშეტი ფუნქციური ინტეგრირებული ონლაინ გადახდის სისტემებთან და აღჭურვილი საკომუნიკაციო საშუალებებით დაცული ვებ გვერდის დაცვა  SSL  სერთიფიკატი. უსაფრთხო ანგარიშწორება. დაამზადე საიტი ADSOURCE - ში და შექმენი შენი პროდუქტის და მომსახურების წარმატებული გაყიდვის ადგილი ვებ სივრცეში რა ბენეფიტს მიიღებთ საიტს თუ ADSOURCE-ში დაამზადებთ? მაღალი კონვერსია საიტზე  ვიზიტორების თქვენი პროდუქტის და მომსახურების მყიდველად გადაქცევის მაღალი

ციფრული მარკეტინგი

ციფრული მარკეტინგი დღეს. ციფრული მარკეტინგი  – ეს ტერმინი დამკვიდრდა გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც დაიწყო  ციფრული სერვისების  განვითარება. ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის კვალდაკვალ დაიწყო  რეკლამირების და  მარკეტინგის  ტრადიციული ფორმების და საშუალებების ტრანსფორმაცია ციფრულ არხებში.   მსოფლიოში ინტერნეტ მომხმარებლის ზრდასთან ერთად დღითიდღე იზრდება  ინტერნეტ რეკლამის  მნიშვნელობა და ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ვითარდება  ციფრული სარეკლამო  არხებიც.  იხ.  ჩვენი სერვისები ციფრულ მარკეტინგს  ტრადიციულთან შედარებით ცალსახა უპირატესობა აქვს. ეს არის: მზარდი წვდომა მიზნობრივ აუდიტორიაზე, ხარჯეფექტურობა, საშუალება ფოკუსირება მოახდინო კონკრეტულ სეგმენტზე და შესაბამისად მნიშვნელოვნათ გაზარდო ამა თუ იმ კამპანიის პროდუქტიულობა, ასევე დათვალო შედეგები ზუსტად. თანამედროვე სამყაროში ძნელად წარმოსადგენია განავითარო თანამედროვე ბიზნესი  ციფრული მარკეტინგის  გარეშე.  დღეს, ნებისმიერი ბიზნესისთვის იქნება დამწყები, თ

SEM (SEARCH ENGINE MARKETING) სერვისები

  Search engine marketing (SEM) წარმოადგენს ინტერნეტ მარკეტინგის ფორმას, რომელიც მოიცავს ვებ გვერდების პოპულარიზაციას საძიებო სისტემების ძიების შედეგებში (SERPs) პრიორიტეტების გაზრდის მიზნით. SEM აერთიანებს SEO-ს – (Search Engine Optimization) –  რაც უზრუნველყოფს საძიებო სისტემებში ორგანული ძიებების გენერირებას და ფასიანი ძიებების ისეთ ინსტრუმენტებს, როგორიცაა:  Google Adwords – (ტექსტური რეკლამების განთავსება Google-ს საძიებო სისტემაში) და Bing Ads, ადრე ცნობილი როგორც Microsoft adCenter). SEM-ის მთავარი მიზანია გაიყვანოს თქვენი ვებ გვერდი საძიებო სისტემების TOP პოზიციებზე და ეფექტური რეკლამირების პირობებში ხელი შეუწყოს თქვენს ვებ გვერდზე ვიზიტორების რაოდენობის მკვეთრ  ზრდას. აქედან გამომდინარე ძალზედ მნიშვნელოვანია, ეფექტური SEM სტრატეგიის ჩამოყალიბება. გამოჩნდი საძიებო სისტემის TOP პოზიციებზე & გაზარდე ვებ გვერდზე ვიზიტორების რაოდენობა & გაზარდე ინტერნეტ გაყიდვები