Skip to main content

"ციფრული მარკეტერი"

ციფრული რეკლამირება - "ციფრული მარკეტერი"


ციფრული რეკლამირება

ციფრული რეკლამირება კომპლექსური, მრავალფეროვანი და დინამიური პროცესია. მოიცავს ციფრული რეკლამების და კამპანიების შექმნას, სტრატეგიების ჩამოყალიბებას, სხვადასხვა სარეკლამო არხების თუ პლატფორმების ათვისებას, შედეგის გაზომვას, მათი ეფექტურობის განსაზღვრას და მართვას.
კონკრეტულ სარეკლამო კამპანიას, კონკრეტულ სარეკლამო არხსა თუ პლატფორმაზე, შეიძლება ჰქონდეს კონკრეტული დატვირთვა. სარეკლამო კამპანიების ნაწილი შეიძლება ბრენდის ცნობადობის გაზრდაზე იყოს მომართული და მუშაობდეს ფართო აუდიტორიაზე, ნაწილი კი მიზანმიმართულად მუშაობდეს სამიზნე აუდიტორიაზე და ეძებდეს პოტენციურ მომხმარებელს.
ციფრული რეკლამირება მუდმივი გამოწვევების წინაშე დგომას ნიშნავს. საჭიროა ამ გამოწვევებზე წინასწარ ზრუნვა, დროული გამოვლენა, მყისიერი რეაგირება და ეფექტური გამოსავლის პოვნა. ხშირად ერთი შეხედვით მარტივი საკითხი რთულად დაძლევადი ხდება იმის გამო, რომ წინასწარ არ გავითვალისწინეთ და არ ვხვდებით მზად.

რეკლამის ჩავარდნა

ზოგჯერ, დგება ისეთი მომენტი, როდესაც ესა თუ ის სარეკლამო არხი მიუხედავად სწორი რეკლამირებისა გარკვეული პერიოდით კარგავს აქტუალურობას. თქვენი რეკლამა ამ სარეკლამო არხში აღარ არის ეფექტური და ამავდროულად ფულადი რესურსი ფუჭად იხარჯება. ასეთ შემთხვევაში დღის წესრიგში დგება ალტერნატიული სარეკლამო არხის ან პლატფორმის შერჩევა და დროულად ჩანაცვლება.
თქვენ შეიძლება გქონდეთ კონტრაქტი გარკვეული ვადით კონკრეტულ სარეკლამო მომსახურებაზე, მაგრამ ახალი მარკეტინგული შესაძლებლობის დამატება საჭიროს ხდის დამატებითი თანხების მობილიზებას ალტერნატიული სარეკლამო არხისთვის და ამავდროულად გიხდებათ ძველი კამპანიის გაგრძელება კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე. ან თქვენს მიერ დაქირავებული ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ციფრული სარეკლამო არხების განვითარება და ახალი, ალტერნატიული სარეკლამო არხების ძიება არ არის ძლიერი კონკრეტული მიმართულებით და ვერ უზრუნველყოფს სიახლეების დანერგვას.
მსგავსი დაბრკოლებების წინაშე ბიზნესი ხშირად დგება. თქვენ მზად უნდა შეხვდეთ გამოწვევებს, გქონდეთ თავისუფალი გადაწყვეტილების მიღების, არჩევანის გაკეთების და ცვლილების განხორციელების შესაძლებლობა.
დააზღვიეთ ყველა შესაძლო მიზეზი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თქვენი რეკლამის გარკვეული პერიოდით ჩავარდნა, რაც პირდაპირ აისახება გაყიდვებზე და დაგაზარალებთ.
არ შემოიფარგლოთ არსებული მარკეტინგული შესაძლებლობებით და არ შეზღუდოდ რეკლამირება.

"ციფრული მარკეტერი"

Adsource გთავაზობთ ციფრული რეკლამირების კომპლექსურ მომსახურებას –”ციფრული მარკეტერი”

რატომ ”ციფრული მარკეტერი”?

ახალი სარეკლამო შესაძლებლობები.
ჩვენ მუდმივად ვსწავლობთ სარეკლამო არხების და პლატფორმების ახალ შესაძლებლობებს, ვეძებთ რეკლამირების ახალ საშუალებებს და ვხდით ხელმისაწვდომს ჩვენი მომხმარებლებისათვის.
ჩვენ ვქმნით ეფექტურ სარეკლამო კამპანიებს და სტრატეგიებს სხვადასხვა სარეკლამო პლატფორმისთვის. ვსახავთ სწორ მიზნებს, რეალურ დროში ვზომავთ შედეგს, ვაკეთებთ პროგნოზს და დროულად ვახდენთ რეაგირებას ჩავარდნებზე.
მარკეტინგული რესურსის დაზოგვა.
ჩვენ ორიენტირს ვიღებთ შედეგზე და პარალელურად ვმუშაობთ თითოეული კამპანიის სარეკლამო არხებში ოპტიმიზაციაზე და სრულყოფაზე. სწორად შერჩეული სარეკლამო არხი, სტრატეგია, რეკლამის სრულყოფაზე მუდმივი ზრუნვა დანახარჯების მნიშვნელოვნად შემცირების წინაპირობაა. სარეკლამო პლატფორმების უდიდესი ნაწილი მუშაობს პრინციპით ”მაღალი ხარისხი დაბალი ფასი”. ანუ, რაც უფრო ხარისხიან რეკლამას სთავაზობთ ამა თუ იმ პლატფორმას მით უფრო დაბალ ფასს იხდით რეკლამის განთავსებაზე. დაბალი ფასი კი გვაძლევს თქვენს მიერ მარკეტინგზე გამოყოფილი რესურსის უფრო ეფექტურად გამოყენების და რაციონალურად ხარჯვის შესაძლებლობას. გამოთავისუფლებული რესურსით კი გეძლევათ ახალი სარეკლამო მიმართულებების ათვისების შესაძლებლობა.
ხელმისაწვდომი ფასი:
ჩვენთან კომპლექსური სარეკლამო მომსახურების მიღება ხშირ შემთხვევაში შეიძლება უფრო დაბალ ფასად ვიდრე ერთ დაქირავებულ ციფრული მარკეტინგის სპეციალისტზე გაწეული ხარჯი.
”ციფრული მარკეტერი” განსაკუთრებით საინტერესოა დამწყები ბიზნესისთვის, რადგან ერთი დაქირავებული ციფრული მარკეტინგის სპეციალისტის ნაცვლად იღებს სპეციალისტთა ჯგუფის მხარდაჭერას. დროს არ კარგავს ექსპერიმენტებში და იღებს სტაბილურ შედეგს.
ჩვენთან თქვენ აზღვევთ მოსალოდნელ რისკებს, იღებთ მაღალი ხარისხის მომსახურებას და მნიშვნელოვნად ზოგავთ მარკეტინგის რესურსს.
ჩვენი მომსახურება მოიცავს:
  • ტექტური რეკლამის განთავსება საძიებო სისტემების წამყვან პოზიციებზე: GoogleYahooBingYandex და სხვა. 
  • საბანერო რეკლამის განთავსება Google-ს პარტნიორ ათასობით ვებ. პორტალზე, ბლოგსა თუ აპლიკაციაზე. ასევე ქართულ ვებ გვერდებსა თუ ვიდეო პორტალებზე.
მიიღე სწორი გადაწყვეტილება – “ციფრული მარკეტერი”
ჩვენ მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ თქვენი ბიზნესის განვითარებაში.
cifruli marketologis daqiraveba/onlain marketingis specialistis daqiraveba/ონლაინ მარკეტინგის სპეციალისტის დაქირავება/ციფრული რეკლამირების/ციფრული რეკლამირების კომპანია/ციფრული რეკლამირების სააგენტო/cifruli reklamireba/cifruli reklamirebis kompania/cifruli reklamirebis saagento/ციფრული რეკლამების დამზადება/ციფრული რეკლამების შექმნა/ციფრული მარკეტერი/ციფრული მარკეტოლოგი/cifruli marketeri/cifruli marketologi/ციფრული რეკლამირება საქართველოში/ონლაინ რეკლამირება საქართველოში/ინტერნეტ რეკლამირება საქართველოში/ინტერნეტ რეკლამები საქართველოში/ონლაინ რეკლამა საქართველოშ

Comments

Popular posts from this blog

საიტის დამზადება WORDPRESS-ზე AMP ტექნოლოგიით

  საიტის დამზადება გსურთ?   თუ გსურს კონვერსიული საიტის დამზადება სწორ პლატფორმაზე ხართ. თქვენი საიტი არის თქვენი ბრენდის სახე, მძლავრი სარეკლამო და საინფორმაციო ინსტრუმენტი ვებ სივრცეში. თქვენი პროდუქტის და მომსახურების შეთავაზების საუკეთესო შესაძლებლობა ინტერნეტში.   კარგი საიტის ფლობა წინ გადადგმული ნაბიჯია და მძლავრ უპირატესობას გძენთ კონკურენტებთან მიმართებაში. თქვენ საიტს უნდა გააჩნდეს ისეთი ძლიერი თვისებები, როგორიცაა: ინდივიდუალური დიზაინი თემატური, თანამედროვე და ადვილად აღსაქმელი.  საიტის დამზადება. თავსებადი ყველა მოწყობილებაზე კომპიუტერი, სმარტფონი, პლანშეტი ფუნქციური ინტეგრირებული ონლაინ გადახდის სისტემებთან და აღჭურვილი საკომუნიკაციო საშუალებებით დაცული ვებ გვერდის დაცვა  SSL  სერთიფიკატი. უსაფრთხო ანგარიშწორება. დაამზადე საიტი ADSOURCE - ში და შექმენი შენი პროდუქტის და მომსახურების წარმატებული გაყიდვის ადგილი ვებ სივრცეში რა ბენეფიტს მიიღებთ საიტს თუ ADSOURCE-ში დაამზადებთ? მაღალი კონვერსია საიტზე  ვიზიტორების თქვენი პროდუქტის და მომსახურების მყიდველად გადაქცევის მაღალი

ციფრული მარკეტინგი

ციფრული მარკეტინგი დღეს. ციფრული მარკეტინგი  – ეს ტერმინი დამკვიდრდა გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც დაიწყო  ციფრული სერვისების  განვითარება. ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის კვალდაკვალ დაიწყო  რეკლამირების და  მარკეტინგის  ტრადიციული ფორმების და საშუალებების ტრანსფორმაცია ციფრულ არხებში.   მსოფლიოში ინტერნეტ მომხმარებლის ზრდასთან ერთად დღითიდღე იზრდება  ინტერნეტ რეკლამის  მნიშვნელობა და ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ვითარდება  ციფრული სარეკლამო  არხებიც.  იხ.  ჩვენი სერვისები ციფრულ მარკეტინგს  ტრადიციულთან შედარებით ცალსახა უპირატესობა აქვს. ეს არის: მზარდი წვდომა მიზნობრივ აუდიტორიაზე, ხარჯეფექტურობა, საშუალება ფოკუსირება მოახდინო კონკრეტულ სეგმენტზე და შესაბამისად მნიშვნელოვნათ გაზარდო ამა თუ იმ კამპანიის პროდუქტიულობა, ასევე დათვალო შედეგები ზუსტად. თანამედროვე სამყაროში ძნელად წარმოსადგენია განავითარო თანამედროვე ბიზნესი  ციფრული მარკეტინგის  გარეშე.  დღეს, ნებისმიერი ბიზნესისთვის იქნება დამწყები, თ

SEM (SEARCH ENGINE MARKETING) სერვისები

  Search engine marketing (SEM) წარმოადგენს ინტერნეტ მარკეტინგის ფორმას, რომელიც მოიცავს ვებ გვერდების პოპულარიზაციას საძიებო სისტემების ძიების შედეგებში (SERPs) პრიორიტეტების გაზრდის მიზნით. SEM აერთიანებს SEO-ს – (Search Engine Optimization) –  რაც უზრუნველყოფს საძიებო სისტემებში ორგანული ძიებების გენერირებას და ფასიანი ძიებების ისეთ ინსტრუმენტებს, როგორიცაა:  Google Adwords – (ტექსტური რეკლამების განთავსება Google-ს საძიებო სისტემაში) და Bing Ads, ადრე ცნობილი როგორც Microsoft adCenter). SEM-ის მთავარი მიზანია გაიყვანოს თქვენი ვებ გვერდი საძიებო სისტემების TOP პოზიციებზე და ეფექტური რეკლამირების პირობებში ხელი შეუწყოს თქვენს ვებ გვერდზე ვიზიტორების რაოდენობის მკვეთრ  ზრდას. აქედან გამომდინარე ძალზედ მნიშვნელოვანია, ეფექტური SEM სტრატეგიის ჩამოყალიბება. გამოჩნდი საძიებო სისტემის TOP პოზიციებზე & გაზარდე ვებ გვერდზე ვიზიტორების რაოდენობა & გაზარდე ინტერნეტ გაყიდვები